სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სახლებში ‘მოძრავი იუსტიციის სახლები’ მიაკითხავენ
თარიღი : 19-07-2021, 20:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები“ აგვისტოდან ამოქმედდება – ახალი დიზაინის სამარშრუტო ტაქსის ფოტოები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
იუსტიციის სახლის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები წინასწარ შერჩეული მარშრუტებითა და რეგულარულობით იმ სოფლებს ჩააკითხავენ, რომლებიც დაშორებული არიან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ასეთი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა ადგილზე, სოფელშივე აიღოს და შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მიიღოს მისთვის საჭირო სხვა მომსახურება.
მინისტრის თქმით, მობილური იუსტიციის სახლების პროექტი" სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მოქალაქეების საჯარო სექტორთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხორციელდება.