Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მერიაში შშმ ბავშვების ხელშეწყობის საკითხზე იმსჯელეს

თარიღი : 15-07-2021, 15:52 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერიაში ბავშვთა პარასპორტის განვითარების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები, შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტულ აქტივობებში ჩასართავად, ზესტაფონის მერს, გიორგი გოგლიჩიძეს და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ჟანა ფერაძეს შეხვდნენ. შეხვედრას შშმ ბავშვები, მათი მშობლები და სასპორტო სკოლის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

პარასპორტის განვითარების წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან იმ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრირებას სპორტულ აქტივობებში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე 87 ბავშვს აერთიანებს.

ასოციაციის მიზანია:

საქართველოს ბავშვთა პარასპორტისა და პარა -ლიმპიურიმოძრაობის განვითარება;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ( შემდგომში შშმ) პირთა სპორტის განვითარების ხელშეწყობა და მათ მიმართ ცნობიერების ამაღლება;

შშმ ბავშვთა ეროვნული ჩემპიონატების, ღია პირველობების და სპორტული შეკრებების მოწყობა, როგორც პარალიმპიურ, ასევე არაპარალიმპიურ სპორტის სახეობებში;

შშმ სპორტსმენთა უფლებების დაცვა და მათი ცხოვრების დონის ამაღლების ხელშეწყობა.


ნანახია: 198-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი საუკეთესო მუნიციპალიტეტის კონკურსში გაიმარჯვა.
ქუთაისის მერიასა და საქართველოს ბავშვთა სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აქციის მიზანს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და აღნიშნულ საქმეში
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სათვის მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სპეციალიზებულ

ამინდი