Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრემიერი: ყველა მუნიციპალიტეტში ევროპული ტიპის თანამედროვე ცენტრები მოეწყობა

თარიღი : 8-07-2021, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება თანამედროვე, ევროპული ტიპის ახალი ცენტრები.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სამუშაოები უახლოეს ორ კვირაში დაიწყება და ჯამში 500 მილიონი დაიხარჯება.

"ბატონმა ირაკლიმ (ქარსელაძემ) და მისმა გუნდმა ჩვენი ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში უკვე დაასრულეს მუშაობა, რაც გულისხმობს ურბანული განახლების პროექტების დაწყებას ყველა მუნიციპალიტეტში. პირველადი განხილვა ჩვენ უკვე გვქონდა. მე გავეცანი პრეზენტაციებს. ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, მათ შორის გურჯაანში. ეს სამუშაოები დაიწყება უახლოეს ორ კვირაში. ჯამში 500 მილიონი დაიხარჯება და ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრები. ურბანული განახლების პროექტები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ჩვენ ყველა სოფელში უნდა ჩავიტანოთ ახალი აღმშენებლობა და ახალი სტანდარტი, რაც არის ევროპული სტანდარტი,"– განაცხადა ღარიბაშვილმა.


ნანახია: 518-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წელს ჭიათურაში ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის სამგზავრო საბაგირო გზების ასაშენებლად დაახლოებით 40 მილიონი ლარი

ამინდი