Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა

თარიღი : 6-07-2021, 13:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთში "დელტა" ანუ ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

"ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ე.წ ინდური შტამის იმერეთში ჯერჯერობით არ გვაქვს. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, მატება გვაქვს. აღნიშნული ცალსახად დაკავშირებულია იმასთან, რომ პირბადის გამოყენების რეგულაციები აღარ სრულდება და ამასთან, ტურიზმი გახსნილია, რაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი,"-აცხადებს გოჩა გიორგიძე.

"დელტა" შტამი საქართველოში უკვე ცირკულირებს. ის გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან იმერეთში - 125.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 275-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი