Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართველი იუნკერის ვიტალი უგრეხელიძის გახსენების საღამო ქუთაისში

თარიღი : 29-04-2014, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დღეს ქუთაისში ქართველი იუნკერის ვიტალი უგრეხელიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ვიტალი უგრეხელიძის გახსენების საღამოს მისი ძმისშვილები მინდია უგრეხელიძე და თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ესწრებოდა.
ქართველ იუნკერს დღეს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად ჩაის სახლ "ფოე–ფოეში" მის მიერ თარგმნილი პოლონელი მწერლის ადამ მიცკევიჩის "მათადეუსიდან" ამონარიდების საჯარო კითხვა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. საღამო ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო გჯუფის ხელმძღვანელის შალვა კამლაძის ორგანიზებით გაიმართა.
"მთელი მისი ახალგაზრდობა ქუთაისთან იყო დაკავშირებული. შემდეგ მან იარაღი აიღო ხელში და იბრძოლა პოლონელი ხალხის დამოიკუდებლობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ თანამოქალაქეებმა გაიგეს იმ ღვაწლის შესახებ, რომელიც მან გაიღო თავისი სამშობლოსა და პოლონეთისთვის" –ამბობს სევდია უგრეხელიძე.
საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, პოლონური ლიტერატურის მთარგმნელისა და ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლის ვიტალი უგრეხელიძის ნეშტი მის იუბილესთან დაკავშირებით 5 აპრილს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.


ნანახია: 1396-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოსწავლეებს ასევე ის საუჩქრებიც გადაეცათ, რომელიც პოლონეთის ქალაქების პოზნანისა და ოლშტინის მერებმა გამოგზავნეს.
ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყო აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის
პროექტი გასული წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ლოძიდან დაიწყო. მის
წარმატებული ქუთაისელი მევიოლინის, ვიტალი კენჭაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს.
რუსთაველის საიუბილეო ღონისძიებები პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ამინდი