Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელ ციხესულორში შიდა საუბნო გზა ეწყობა

თარიღი : 5-07-2021, 17:04 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა საუბნო საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება. ამ ეტაპზე სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს თვალავაძეების უბანში.

რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია გაეცნო. აღნიშნული გზის 3კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის შავი საფარი იგება.
გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს ციხესულორის ადმინისტრაციული ერთეულის 5 სხვა და სხვა უბანში: აბანოს უბანი, ავალიანების უბანი, საბავშვო ბაღის უბანი, აბანოს უბანი N 2, კორძაძეების უბანი.

მთლიანობაში ციხესულორში 2 155 მეტრი გზა დაიგება, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 431 354 ლარი დაიხარჯება.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯორჯიან ბილდი" ასრულებს.


ნანახია: 184-ჯერ

მსგავსი სიახლეები