Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულელი მეშახტეები 7 ივლისს აქციის ოჯახებთან ერთად გამართვას გეგმავენ

თარიღი : 5-07-2021, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. ისინი ხელფასის ფიქსირებულად გაზრდას ითხოვენ და ბონუსებზე უარს აცხადებენ.

"საქნახშირში" კი მეშახტეებისთვის ხელფასის ფიქსირებულ მომატებას არ განიხილავენ და ისინი გაფიცულებს ბონუსებისა და პრემიების სისტემას სთავაზობენ.

ეს პირობა მიუღებელია მეშახტეებისთვის. ისინი აცხადებენ, რომ არსებული კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია, ამიტომ მუშაობას მანამ არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეები მოლაპარაკებათა პროცესში მუნიციპალიტეტის გამგებლის და მაჟორიტარი დეპუტატის ჩართვას ითხოვენ. ამასთან, ტყიბულის მერიასთან ოთხშაბათს, 7 ივლისს, ოჯახებთან ერთად მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

აქციას დღეს "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაიაც შეუერთდა. მან გაფიცულ მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცულები არიან.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 444-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციული შენობის წინ გაფიცულებთან მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი და საკრებულოს
მეშახტეებს არ აკმაოფილებთ ადმინისტრაციის წარმომადგენლის ის განცხადება, რომლის თანახმად, მინდელის სახელობის შახტის დირექტორი მზად
გაფიცულ მეშახტეებს ტყიბულში არსებულ ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულები შუერთდნენ.

ამინდი