"ენერგო პრო ჯორჯიას"აბონენტები დავალიანებას ზედმეტი საკომისიოს გარეშე გადაიხდიან
თარიღი : 29-04-2014, 14:57 | კატეგორია: საზოგადოება

"ენერგო–პრო ჯორჯია"-ს ყველა ფილიალსა და მომსახურების ცენტრში კომპანიის აბონენტებს საშუალება ექნებათ ელექტრენერგიის დავალიანება ზედმეტი საკომისიოს გადახდის გარეშე დაფარონ.
როგორც კომპანიის დასავლეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, "ენერგო პრო ჯორჯიასა" და ნოვა ტექნოლოჯის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად, აბონენტებისთვის უკეთესი მომსახურების პირობების შექმნის მიზნით, კომპანიის ოფისებში განთავსებულია ნოვა ტექნოლოჯის სწრაფი გადახდის აპარატები. აღნიშნული აპარატების მეშვეობით აბონენტებს ელექტროენერგიის საფასურის საკომისიო თანხის დამატების გარეშე შეეძლებათ.
„ენერგო–პრო ჯორჯია ორიენტირებულია აბონენტების მომსახურების გაუმჯობესებაზე და შესაბამისად, მუდმივად ქმნის სიახლეებს ამ კუთხით. კერძოდ, დღეიდან ჩვენი აბონენტები ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას კომპანიის ნებისმიერ ფილიალსა და მომსახურების ცენტრში შეძლებენ და რაც მთავარია, აღნიშნული მომსახურება სრულიად უფასო იქნება. მნიშვნელოვანია აბონენტების მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და ამ კუთხით აქტიურ მუშაობას კომპანია მომავალშიც გააგრძელებს," - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ავთო დვალიშვილი.