Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულელი მეშახტეები ხელფასების 300 ლარით ზრდას ითხოვენ

თარიღი : 3-07-2021, 12:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში 200-მდე მეშახტე გაიფიცა. ამ დროისთვის სამი ობიექტი პარალიზებულია.

შახტის გაფიცული თანამშრომლები ხელფასის ფიქსირებულად გაზრდას მოითხოვენ და ბონუსებზე უარს აცხადებენ.

გაფიცულ მეშახტეთა თქმით, არსებული კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია, ამიტომ მუშაობას მანამ არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"ჩვენმა გაჭირვებამ, ჩვენმა მძიმე ეკონომიურ-სოციალურმა მდგომარეობამ გამოგვიყვანა. ვითხოვთ მინიმუმს: 300 ლარით მოგვიმატონ ხელფასი. მივმართავთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის მამაა, ისე ვართ ჩვენც, დადგნენ ჩვენს ადგილზე და ბონუსებით თუ ცხოვრებას შეძლებენ და ოჯახებს შეინახავენ კაპიკებით, კი ბატონო,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აღნიშნულთან დაკავშირებით შახტების ადმინისტრაციში აცხადებენ, რომ საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება და მათი პოზიცია ცნობილი ამის შემდეგ გახდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 292-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაფიცულები topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ მუშაობას მანამ არ გააგრძელებენ, ვიდრე ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ
15 დღეა ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვა მიმდინარეობს.
მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციული შენობის წინ გაფიცულებთან მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი და საკრებულოს
ტყიბულში მე-10 დღეა მეშახტეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ამინდი