Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში არსებული კულტ. მემკვიდრეობის ძეგლებს ინსპექტირების ჯგუფი შეისწავლის

თარიღი : 29-04-2014, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსთან შესაბამისობის შესასწავლად ინსპექტირების ჯგუფი შეიქმნება. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ინსპექტირების ჯგუფს ქუთაისის მერიის კულტურისა და არქიტექტურის სამსახურების თანამშრომლებით დააკომპლექტებს. 5 კაციანი ჯგუფი ქუთაისში არსებულ ყველა ძეგლს განმეორებით აღრიცხავს და შეისწავლის მათ შესაბამისობას სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო კრიტერიუმებთან.
"2009 წლის აღრიცხვის დროს ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია და ვარლამიშვილის ქუჩა მთლიანად გამოაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, მაშინ, როცა იმ ქუჩებზე არსებული არც ერთი სახლი არ შეიცავს არანაირ ისტორიულ თუ კულტურულ ფასეულობას. ამ დაუდევრობამ ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვია. ახლა იძულებული ვართ ყველა ძეგლი ინდივიდუალურად შევისწავლოთ და განვსაზღვროთ რომელს ეკუთვნის და რომელს არა ეს სტატუსი",–ამბობს ქუთაისის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი სოფიო ბიბილეიშვილი.
ქალაქში არსებული რამდენიმე ათეული ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის საკითხი უკვე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა. ადგილობრივ თვითმმართველობაში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საკითხის შესასწავლად ინსპექტირების ჯგუფის შექმნაა საჭირო.
"5 კაციან ჯგუფში 3 ალბათ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი იქნება. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და ფინანსებთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ ნამდვილად ღირს იმად რომ საბოლოოდ გავიგოთ სიმართლე რამდენი ძეგლი გვაქვს ქალაქში",–ამბობს ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ანდრო მარჯანიშვილი.
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით 217 ობიექტია დარეგისტრირებული.


ნანახია: 2148-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძეგლების განმეორებითი აღწერის შემდეგ გამორიცხული არ არის რამდენიმე ათეულმა ობიექტმა ძეგლის სტატუსი დაკარგოს.
2009 წლის აღრიცხვის დროს ქალაქში რამდენიმე ათეული სახლი სიაში არასწორად ჩაისვა. სიის ხელოვნურად გაბერვა
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა
გადაწყვეტილება ამის შესახებ იუნესკოს არამატერიალური კულტურული კომიტეტის მეთერთმეტე სესიაზე მიიღეს.

ამინდი