Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია მოქალაქეებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ასაქმებს?

თარიღი : 29-04-2014, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია იწმუნება, რომ ქუთაისის მერიაში თანამშრომლებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ასაქმებენ. წულაის მიერ მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2014 წლიდან დღემდე ადგილობრივ თვითმმართველობაში მოწვეული სპეციალისტის სტატუსით 300–ზე მეტ თანამშრომელს გაუფორმდა ხელშეკრულება. წულაიას თქმით ეს პროცესი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
„ეს არის წინასაარჩევნო ელექტორატის მობილიზაციის კამპანიის ნაწილი. მერე ამ თანამშრომლებს გაუშვებენ შვებულებაში და ჩაატარებიებენ აგიტაციას. დანაშაულის ტოლფასია ის, რომ ისედაც გაბერილი შტატები არაპროფესიონალებით და არასაჭირო ხალხით შეავსო. მოვუწოდებ ქალაქის მერიას დაანებოს თავი მოწვეული სპეციალისტის სტატუსით თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმებას“,–აცხადებს წულაია.
ქუთაისის მერიაში მოწვეული სპეციალისტების გარდა 800–ზე მეტი ადამაინია დასაქმებული.


ნანახია: 1762-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
წუალაია:-"სამჯერ გამოვითხოვე ინფორმაცია და არ მომცეს"
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას გზების ორმოულების შეკეთების მიზნით,
"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას ქალაქში პარკირების საკითხის
პარტია 'თავისუფალი საქართველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია 'ქართული ოცნების' საარჩევნო შტაბის მიერ ადმინისტრაციული