Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გეგუთის ციხის პატიმარმა, რომელსაც სუბარი არ შეხვდა, შესაძლოა შიმშილობა დაიწყოს

თარიღი : 2-09-2013, 21:35 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, ირაკლი პერტიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც ტოპნიუსს პატიმრის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, ირაკლი პერტიას, რომელიც წელსქვემოთ მოწყვეტილია, ამჟამად სუნთქვის უკმარისობა განუვითარდა, რის გამოც ციხის მედპერსონალი პატიმარს ჟანგბადს აძლევს. პერტიას ოჯახის წევრების განცხადებით, პატიმარი სასჯელაღსრულების მინისტრთან და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ არის, რის გამოც პატიმარი პროტესტის უკიდურესი ზომის-შიმშილობისათვის მიმართვას გეგმავს.
„ჩემს ძმას გეგუთის ციხის საავადმყოფოში დაწოლა შესთავაზეს, თუმცა ის მომვლელი არ ეყოლება. სხვისი დახმარების გარეშე კი ვერ გადაადგილდება. მდგომარეობა ძალიან გართულდა. კაცი ლანდს დაემსგავსა. ამბობს, თუ ყურადღებას არავინ მომაქცევს, შიმშილობას დავიწყებო. ციხის მედპერსონალის დიაგნოზს არ ენდობა. ამიტომ უნდა ოფიციალურ პირებს შეხვდეს და მათ მისი მდგომარეობა გააცნოს,“ - ამბობს ირაკლი პერტიას და ელზა პერტია.
ელზა პერტიას თქმით, პატიმრის საქმეზე მათ რამდენიმე განცხადება შეიტანეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას სახელზე. ელზა პერტია იმასაც ამბობს, რომ ოჯახი ბესელიას თანაშემწეს, მაკა ლაშხიას უკავშირდებოდა, თუმცა როგორც პატიმრის და ამბობს, დახმარება არ მიუღიათ. მიმდინარე კვირაში პატიმრის ოჯახი შეხვედრას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან გეგმავს, რომელიც უწყებაში ჯანდაცვის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
„როდესაც პატიმარი შველას ითხოვს, არაფერს აკეთებენ და რაიმე რომ მოუვა, მიზეზებს ეძებენ, როგორც ეს ლევან კორტავას საქმეზე იყო,“ - ამბობს ელზა პერტია.
ცნობისთვის, 29 წლის ირაკლი პერტია გეგუთის ციხეში გლდანის ციხიდან დაახლოებით ერთი წლის წინ გადმოიყანეს. პატიმარმა გადაადგილების უნარი გლდანის ციხეში ცემის შედეგად დაკარგა.


ნანახია: 3393-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრას ითხოვს. 29 წლის ირაკლი პერტია, რომელიც გეგუთის კოლონიაში გლდანის ციხიდან დაახლოებით 1 წლის წინ გადმოიყვანეს, წელსქვემოთ
გეგუთის ციხის პატიმრის ირაკლი პერტიას პრობლემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატსა და სასჯელაღსრულების სამინისტროში
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა ირაკლი პერტიამ დღეს დილით შიმშილობა დაიწყო.
გეგუთის #14 კოლონიაში მიმდინარე წლის 23 მაისს პატიმრის, ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე პასუხისგებაში დაწესებულების დირექტორი
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მე– 8 დღეა შვიდი პატიმარი შიმშილობს, ორ მსჯავდებულს კი პირი აქვს ამოკერილი.
გეგუთის კოლონიის დირექტორს, მალხაზ სინაურიძეს, მოადგილეს ივერ გოგიბერიძესა და ციხის კიდევ 3 თანამშრომელს, საგამოძიებო ორგანოები

ამინდი