Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ახალი ავტობუსებისთვის სადგომის მშენებლობა დასრულდა

თარიღი : 24-06-2021, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა უკვე დასრულდა - ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა განუცხადა.

"ავტოპარკის მშენებლობა დასრულებულია. ავტობუსები უკვე აქ დგას, სამრეცხაოც აქაა. ოფისი ღიაა, ავეჯიც შევიტანეთ. ნელ-ნელა გადაბარგების პროცესში ვართ, ვმუშაობთ. ალბათ, ოფიციალურადაც იქნება გახსნა,"-განაცხადა გიორგობიანმა.

მუნიციპალური ავტოპარკის სამშენებლო სამუშაოები შპს "სქაიჰაუსმა“ შეასრულა. ახალი ავტოპარკის მშენებლობაზე 2 642 776 ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, 90-იანი წლების შემდეგ, პირველად არის მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი. ქუთაისის მუნიციპალურ ავტოპარკს თანამედროვე სტანდარტების 60 ახალი ავტობუსი ჰყავს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 311-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი