Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზები ეწყობა

თარიღი : 23-06-2021, 15:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროში, ორ უბანში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გიორგიძეებისა და ვეფხვაძეების უბანში ბეტონის საფარი გზის 471 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.

ლურსმანაშვილების უბანში გზის 350 მეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში 60 მეტრი სიგრძის გზის საყრდენი კედელი გაკეთდება. ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები და ცხაურები.

სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზების რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 254 000 ლარით ფინანსდება.

პროექტი გარდამავლია. მიმდინარე წელს 254 ათასი ლარი, მომავალ წელს 100 ათასი, ჯამში კი 354 ათასი ლარი დაიხარჯება.

გზის მობეტონების სამუშაოებს შ.პ.ს. “იმერმშენი“ ასრულებს.


ნანახია: 229-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი