Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში, 6 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციაში მოცვის მოსავალს იღებენ

თარიღი : 23-06-2021, 10:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში მოცვის მოსავლის აღება დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში შპს „აგროლეინს“ 6 ჰექტარზე მოცვის ბაღი აქვს გაშენებული.

“კომპანია იმერეთის რეგიონში არსებული მოცვის პლანტაციების მფლობელ ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს და ჩვენი მხარდაჭერით შექმნილი საწარმოს მეშვეობით 40 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის სწრაფ გაციებას, დახარისხებას, შეფუთვას და რეალიზაციას უზრუნველყოფს.

საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა:

შეღავათიანი აგროკრედიტი - 500 ათას ლარზე მეტი; გრანტი - 400 ათას ლარზე მეტი.

გადამმუშავებელ საწარმოში, სეზონზე, 28 ადგილობრივია დასაქმებული.

პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხდება,”-აცხადებენ სამინისტროში.


ნანახია: 499-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რომელიც წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი, ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
მოცვის ბაღი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ამინდი