Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

თარიღი : 22-06-2021, 18:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში, კიკაბოურის უბანში, დაზიანებული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ხიდის სიგრძე 24 მ, ხოლო სიგანე 4,5 მეტრი იქნება. ხიდზე ფეხითმოსიარულეებისათვის მოეწყობა ტროტუარი.

პროექტის ღირებულება 349 349 ლარია. ამ ეტაპზე, მოწყობილია დროებითი ხიდი, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს.

სოფელ ლეღვანში ასევე, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის გამაგრებისთვის საყრდენი კედლის/გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც 147 445 ლარით ფინანსდება.

პარალელურად სამუშაოები ხორციელდება დაბა ხარაგაულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გზის ნაპირდამცავ კედელს აშენებენ. პროექტის ღირებულება 439 439 ლარია.

ასევე, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც დაზიანებული ხიდები და მილხიდები აღდგება.

უკვე დასრულებულია მშენებლობა ბორითში კურტანიშეების უბანსა და სოფელ კვესრევში.

ამავე პროექტის ფარგლებში ხიდები, ხიდბოგირები მოეწყობა და არხების მშენებლობა/აღდგენა მოხდება ალედი ბარბაქაძის უბანში, მაქათუბანში, კვესრევის სავანის უბანში (1,2). პროექტის ღირებულება
ჯამში 175 299 ლარია.

შეგახსენებთ, რომ ყველა აღნიშნული პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.


ნანახია: 324-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ფერეთაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 419 400 ლარიდან 65 დასახელების სამუშაო შესრულდება.