"მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ძალიან მიყვარს ქუთაისი და ქუთაისელები"
თარიღი : 28-04-2014, 17:22 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ზურაბ მარგველაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ში მის მიერ განთავსებულ სტატუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მარგველაშვილმა გასულ კვირას სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში, ქუთაისელების გარეშე ნირვანაში იყო.
ზურაბ მარგველაშვილი topnews.com.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ პოსტი, რომელმაც ქუთაისში საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, მის მიერ ხუმრობით იყო დაწერილი.
„ეს იყო მიმოწერა ჩემს მეგობართან და მის მეუღლესთან. როდესაც თბილისში ვიყავი, ჩემს მეგობარს მივწერე, როგორ ხართ ქუთაისელები ჩემს გარეშე -თქო. მან მიპასუხა, რაც თბილისელები წახვედით, გაიწმინდა ჰაერიო. თუ ასეა თქო, ვუპასუხე, რომ არც აქ არის პროპკები და ნირვანაა-თქო,“ - განმარტავს მარგველაშვილი.
მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის თქმით, მას არ ეგონა თუ მის მიერ ხუმრობით დაწერილ პოსტს ამგვარი რეაქცია მოჰყვებოდა.
„ქუთაისი და რომელიმე ქალაქი ქართველ კაცს არ გიყვარდეს და პატივს არ სცემდე, არ შეიძლება. როგორ შეიძლება ქუთაისი არ მიყვარდეს, რომელიც უძველესი ქალაქია, ჩემი ქვეყნის ისტორიაა, აქედან არის ჩემი გვარი, აქ არის ბაბუაჩემის სასაფლაო და ამ ქალაქში მყავს უამრავი მეგობარი, რომლებიც საკუთარი თავივით მიყვარს. ქუთაისი რომ არ მყვარებოდა, უმუშევარი არ ვიყავი და ამ თანამდებობას არ დავთანხმდებოდი. პოსტი სმაილებით მეწერა და თუ ვინმე ჩასაფრებულ პოზიციაში არ იყო, შეეძლო ჩემთან გადაემოწმებინა. მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო, ვინც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ძალიან მიყვარს ქუთაისი და ქუთაისელები,“ - ამბობს ზურა მარგველაშვილი.