Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ბაღებში ახალი მოსწავლეების რეგისტრაცია პირველი სექტემბრიდან დაიწყება

თარიღი : 21-06-2021, 15:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ბაგა-ბაღებში 2021-2022 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ააიპ "ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ინფორმაციით, შერჩეულ ბაღში მშობელმა შემდეგი საბუთები უნდა წარადგინოს: ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული), ჯანმრთელობის ცნობა, 2 ფოტოსურათი 3/4 და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.

ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ივნისის ბოლოს დასრულდება. მე-15 და მე-19 ბაღები კი მორიგე ბაღების სახით ივლისის ბოლომდე იმუშავებენ.

ცნობისთვის, ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში 37 ფილიალი შედის.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 280-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია აღსაზრდელთა რეგისტრაციას იწყებს.
მორიგე ბაღებში ბავშვების მისაღებად რეგისტრაცია 22 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, გაერთიანების ადმინისტრაციაში, რუსთაველის N3-ში

ამინდი