Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით, წერეთლის ქუჩა 10 დღით დაიკეტება

თარიღი : 19-06-2021, 17:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით მოძრაობის შეზღუდვაზე ქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.

“წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 20 ივნისიდან 30 ივნისამდე დაიკეტება წერეთლის ქუჩა, ბალახვნის ცენტრიდან მანდარიას ქუჩის კვეთამდე (მე-12 საჯარო სკოლა). მოძრაობა შეეზღუდებათ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის M2 კატეგორის #1 მარჯვენა ,#1 მარცხენა, #23, # 28 და # 15 მიკროავტობუსებს და M3 კატეგორიის #1 მარცხენა და #1 მარჯვენა მუნიციპალურ ავტობუსებს.

მოსახლეობის შეუფერხებელი სატრანსპორტო მომსახურებისთვის, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ აღმაშენებლის გამზირზე (100 საფეხურიანი კიბეების მიმართულებით) და ლუკა ასათიანის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან მანდარიას ქუჩას,”-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 321-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუჩის დაკეტვის მიზეზად წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოები სახელდება.
მიმდინარე სამუშაოების გამო, თამარ მეფის ქუჩა მიმდინარე თვის ბოლომდე თამარ მეფის ქუჩა გადაკეტილი იქნება.

ამინდი