Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ჰერკულესიდან“ ორჯერ გათავისუფლებული თანამშრომლები საწარმოს ადმინისიტრაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

თარიღი : 28-04-2014, 14:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ სამი თანამშრომელი ემილიან გუმბერიძე, მალხაზ გოგიავა და ირაკლი იობიძე სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებას და ქარხანაში დაბრუნებას ითხოვენ. მათ თქმით, 2011 წელს, როცა ქარხნის ადმინისტრაციამ ისინი საწარმოში პროფკავშირის შექმნის გამო გაათავისუფლა, სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ ისინი სამსახურში აღადგინა, თუმცა, როცა ყოფილმა თანამშრომლებმა საწარმოს ადმინსიტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილება გააცნეს, ხელმძღვანელობამ მათი მეორედ გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაწერეს.
„300 კაციან საწარმოში რომ მხოლოდ სამი თანამშრომლისთვის ამცირებ შტატებს, ეს არის ცალსახა დისკრიმინაცია. ამასთანავე ისინი ფეხქვეშ თელავენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მათ ეშინიათ ჩვენი, რადგან არ სჭირდებათ თანამშრომლები, რომლებმაც საკუთარი უფლებები იციან“,-ამბობს „ჰერკულესის“ ყოფილი თანამშრომელი „საქრთველოს პროფესიული კავშირის“ წარმომადგენელი იმერეთში ირაკლი იობიძე.
საწარმოს გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურებისთვის ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებენ.


ნანახია: 1859-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მდებარე ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესიდან“ თანამშრომლები გაათავისუფლეს.
ქუთაისში მდებარე მეტალურგიულმა ქარხანა „ჰერკულესმა“ უზენაეს სასამართლოში დავა წააგო.
"ჰერკულესი"-ს თანამშრომლებმა საწარმოს ადმინისტრაციას სასამართლო დავა მოუგეს.
ქუთაისში, ქართულ-ინდურ მეტალურგიულ საწარმო „ჰერკულესის“ თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.
ქალაქის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის ირაკლი გიორგაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკითხს
სოფელ არგვეთაში მდებარე მცირე მეტალურგიული ქარხნის შესასვლელთან გამართულ აქციაში ამავე საწარმოდან გათავისუფლებული მუშების გარდა,

ამინდი