Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ვინ შოულობდა ფულს ქუთაისში მინი– სტადიონების მშენებლობით"?

თარიღი : 28-04-2014, 14:41 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს დაინეტრესდეს ვინ გაფლანგა თანხა ქალაქში ხელოვნურსაფარიანი მოედნების მშენებლობის დროს. მისი თქმით, ქალაქის მასშტაბით არსებული მოედნები თავის დროზე დაჩქარებული ტემპებით და უხარისხოდ გაკეთდა, რის გამოც თითქმის ყველა მათგანი მწყობრიდან არის გამოსული. ბოლო 4 წელია გაძარცვული და დაზიანებულია მინი სტადიონის ავტოქარხანაში. მე–14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 წლის წინ აშენებულ მოედანზე მწვანე საფარი მთლიანადაა აყრილი.
"უნდა დაინტერესდეს ხელისუფლება ვინ დააგროვა ფული თავის დროზე უხარისხო სტადიონების მშენებლობით. მხოლოდ პიარზე იყო გათვლილი ეს ყველაფერი და ამის შედეგია ის, რომ ბავშვები ვეღარ თამაშობენ ამ სტადიონზე",–ამბობს გოგი წულაია.
"სკოლის ტურნირებს ვატარებდით ამ მოედანზე, მაგრამ ძალიან მალე გაფუჭდა. ზოგჯერ ვვარჯიშობდით კიდეც, მაგრამ ახლა შეუძლებელია აქ თამაში. თავიდანვე უხარისხოდ იყო გაკეთებული და ამიტომ გაფუჭდა ასე მოკლე დროში,–ამბობს სკოლის მოსწავლე გიორგი ნოზაძე.
2006 წელს მთავრობას ერთი ხელოვნურსაფარიანი მინი–სტადიონის მოწყობა 100 ათასი ლარი დაუჯდა.


ნანახია: 2173-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას ქალაქში პარკირების საკითხის
გოგი წულაია ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ უყურადღებობაში ადაანაშაულებს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს აპროტესტებს და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს 'თავისუფალი
წულაიას თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე უნდა მოეხდინა და