Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადასასვლელად სამუშაოები მიმდინარეობს

თარიღი : 17-06-2021, 09:03 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან ერთად, “შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილეს, აკაკი მშვიდობაძეს, ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ირაკლი სირაძეს, საპროექტო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბექა ნარიმანიძეს, გარემოს დაცვის და ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაკა გოდერძიშვილს, ზემო იმერეთის და რაჭის რეგიონის ფილიალის უფროს მამუკა ქვათაძეს და სამშენებლო და საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმოამდგენლებმა განაცხადეს, რომ სოფელ ლეღვანში, თაგვების უბანში, მცხოვრები მოსახლეობა წინააღმდეგია ახალმა მაგისტრალმა მათი უბანი გადაკვეთოს. ეს პოზიცია დაადასტურა ლეღვნის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელმა გელა მაღრაძემ.

მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ
ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას თუკი ვინმეს საკუთრების უფლება შეიზღუდება, მათ კანონი დაიცავს.

“თუმცა, თუ მოსახლეობა მხოლოდ იმიტომ არის წინააღმდეგი, რომ მობეტონებული გზა გარკვეულ მონაკვეთზე დაზიანდება - სამუშაოების განხორციელების შემდეგ, გზა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ეს პროექტი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია და დაბრკოლებების გარეშე უნდა განხორციელდეს,”-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ ზაფხულის პერიოდში, დამსვენებელთა შემოსვლის გამო, წყლის მომხმარებელთა რაოდენობა მოიმატებს, ამიტომ აუცილებელი იქნება წყლის მიწოდების ალტერნატიულ გზებზე მუშაობა.

როგორც რეგიონის ფილიალის ხელმძღვანელმა მამუკა ქვათაძემ განმარტა, მიმდინარეობს მუშაობა და წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის 2-3 საათით გახანგრძლივდება.

შეხვედრაზე, როგორც წყალმომარეგების კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სოფელ ლეღვნიდან წამოსულ მაგისტრალზე დიდვაკისა და საღანძილის მოსახლეობის დაერთება მოხდება.

შეხვედრის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი მერიის სამსახურებისა და გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლეღვნის მოსახლეობას შეხვდა.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, „თაგვების უბნის“ მოსახლეობა წინააღმდეგი იყო ახალ მაგისტრალს მათ უბანზე გაევლო და მშენებლ კომპანიას ალტერნატიულ გზას სთავაზობდნენ.

“ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და განვუმარტეთ, რომ თუკი წყლის მაგისტრალის მშენებლობისას მოხდება მათი საკუთრების დაზიანება, აუცილებლად მოხდება მისი აღდგენა. შემოთავაზებულ ალტერნატიულ ვარიანტზე უარი განვაცხადეთ, რადგან, როგორც სპეციალისტები აცხადებენ ეს შესაძლოა პროექტისთვის საფრთხის შემცველი იყოს,”-აცხადებს დავით დევდარიანი.


ნანახია: 187-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი