Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ხორავას ქუჩის მოწყობისთვის მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

თარიღი : 16-06-2021, 18:00 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, ხორავას ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი გაეცნო.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება, წესრიგდება ტროტუარები. აქვე, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, კი მოეწყობა საპარკინგე ადგილი.

“ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოძრაობაა და მნიშვნელოვანია, რომ აქ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა გვქონდეს. ამ ქუჩის კეთილმოწყობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და ივლისის ბოლოს დასრულდება,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ორიენტირი“ ასრულებს.


ნანახია: 154-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი