Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პური შესაძლოა 20-25 თეთრით გაძვირდეს

თარიღი : 16-06-2021, 17:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პურზე ფასმა შესაძლოა 20-25 თეთრით მოიმატოს. მიზეზი შემდეგია: ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას ვადა თვის ბოლოს ეწურება. ამიტომ, გაძვირდება თუ არა პური მომავალი თვიდან - ეს ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრის ფასებზე, მეორე მხრივ - კი სუბსიდიაზეა დამოკიდებული.

ქარხნების ნაწილში ელიან, რომ პურის ფასზე გავლენას სუბსიდიის დასრულება მოახდენს. ნაწილში კი აცხადებენ, რომ ხორბალი საერთაშორისო ბაზარზე გაიაფდა და წესით ფასის დაწევა უნდა მოხერხდეს.

"სუბსიდირება იყო გაზის, ელექტროენერგიის, ფქვილის და ეს ჯამში იძლეოდა იმ შედეგს, რომ დღემდე მოვიტანეთ ფასი. თუკი ყველაფერი მოიხსნება, მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა ხომ? გარდაუვალია, რომ გაძვირება"-აცხადებს ერთ-ერთი წარმოების ხელმძღვანელი.

აირჩევს თუ არა მთავრობა პურზე ფასის შესანარჩუნებლად ისევ სუბსიდიის გაგრძელების ფასს, ამის შესახებ ცნობილი უახლოეს დღეებში უნდა გახდეს.


ნანახია: 221-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამასთან, მოსალოდნელია, რომ წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ფქვილის გაძვირებაც მოჰყვება.

ამინდი