ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა ივნისის ბოლოს წყდება
თარიღი : 15-06-2021, 21:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი თვის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა განუცხადა.
"ივნისის ბოლომდე ვმუშაობთ, შემდეგ დავითხოვთ ბავშვებს. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ბაღებში არსებულ მდგომარეობას, ვირუსი არავის დადასტურებია და საბედნიეროდ, ყველა ბაღი მუშაობს. დასწრება ნორმალურია, დღეში დაახლოებით 3000 ბავშვი. თვის ბოლომდე ალბათ ყველა ბავშვი ივლის,"-აცხადებს წიტაიშვილი.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანება 37 ფილიალს აერთიანებს.
ავტორი: ქეთი გელაშვილი