Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის სასპორტო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს

თარიღი : 14-06-2021, 17:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის სასპორტო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს. მუნიციპალიტეტის მერმა სკოლის ადმინისტრაციას და მწვრთნელ-მასწავლებლებს, დირექტორის პოზიციაზე ზაზა მახათაძის კანდიდატურა წარუდგინა.

ზაზა მახათაძე სამწვრთნელო კარიერას 1993 წლიდან ეწევა. სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში კი 2006 წლიდან ძიუდო - სამბოს მწვრთნელის პოზიციას იკავებს
.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, გაზრდილი ჰყავს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, პრიზიორები. 2009 წლიდან ზაზა მახათაძე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სტატუსს ატარებს.

„ზაზა მახათაძე, სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და დამსახურებული მწვრთნელია. იმედი მაქვს, ასეთივე წარმატებული ხელმძღვანელი იქნება და ახალ გამოწვევას თავს ღირსეულად გაართმევს,“-განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.


ნანახია: 204-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოტანიკური ბაღის ახალი დირექტორი ზაზა რამინაშვილი თანამშრომლებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა

ამინდი