Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ექიმი, რომელმაც პანდემიის პერიოდში თავად ვირუსიანმა 800-ზე მეტი პაციენტი მიიღო

თარიღი : 14-06-2021, 16:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"კლინიკა ბომონდის" ექიმ-რადიოლოგი ვახტანგ კუხიანიძე ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელიც თავად კოვიდდადასტურებული, პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა და 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა. ჩვენი რესპონდენტი 2012 წლიდან სამედიცინო სფეროშია. იხსნებს, რომ კოვიდ-19 ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრა.

"ბომონდის" რადიოლოგიური განყოფილება პირველი იყო, რომელიც შესაბამისი ტექნიკით სრულად იყო აღჭურვილი და რომელმაც არა მხოლოდ კოვიდადასტურებული, არამედ კოვიდზე საეჭვო პაციენტების მიღება დაიწყო. იყო ბევრი გათენებული ღამე, თავდაუზოგავი შრომა და არაერთი გამოჯანრთელებული პაციენტი.

"როგორც კი დაიწყო პანდემია, ჩვენი კლინიკაც გადავიდა კოვიდდადასტურებული პაციენტების მიღებაზე. ერთადერთი და პირველი კლინიკა ვიყავით, რომელმაც გინეკოლოგიური, ბავშვთა, მოზრდილების, ყველა კოვიდდადასტურებული პაციენტის და კოვიდზე საეჭვო პაციენტების მიღება დაიწყო. პირველივე ტალღიდან (დღესაც ასეა), დიაგნოსტირება აუცილებლად უნდა მომხდარიყო პაციენტების, რა თქმა უნდა პირველ ეპიცენტრში ვიყავით ჩვენც, რადიოლოგები და რადიოლოგიური განყოფილება. ძალიან დაგვეხმარა მაშინ, ჩვენი 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც უფრო მეტი ხილვადობით, გარჩევადობით, მცირედი დასხივებით გამოირჩევა. უფრო სწრაფი, ხარისხიანი და შედეგიანი კვლევები კეთდებოდა, რომელზეც შეკითხვებიც კი აღარ რჩებოდა.

ამასთან, პირველი რადიოლოგიური განყოფილება ვიყავით მთელს ქუთაისში, რომელმაც დაიწყო კოვიდდადასტურებული და კოვიდზე საეჭვო ამბულატორიული პაციენტების მიღება. როცა ამბულატორიული პაციენტების მომართვამ იმატა, უფრო მეტი გახდა სხვა კლინიკებიდან რეფერალებით გადმოყვანილი პაციენტების რიცხვიც. შემოდიოდა ათასობით ზარი: ჩაწერაზე, მიღებაზე, დაზიანებაზე და ა.შ. ამიტომ, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. ყველასთან დეტალურად გვიწევდა მუშაობა, ინფორმაციის მიწოდება და ა.შ. ხშირი იყო ფილტვებში ანთებითი დაზიანებები, ატიპიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. ანუ, პაციენტები მოდიოდნენ ხშირად უსიმპტომოები და ჰქონდათ ფილტვებში საკმაოდ მნიშვნელოვანი დაზიანებები. მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი იყო,"-ამბობს ვახტანგ კუხიანიძე.

გვიყვება, რომ მაშინ, როცა კოვიდი თავად დაუფიქსირდა, დაახლოებით 800-ზე მეტი კოვიდდადასტურებული პაციენტი მიიღო. ამასთან, გარკვეულწილად ფსიქოლოგის როლიც შეითავსა და ფსიქოლოგიურად მძიმე პაციენტებს, ყველნაირად ამხნევებდა.

"მე თვითონაც დამიდასტურდა კოვიდი და დადასტურებიდან 21 დღის განმავლობაში, კარანტინი გავიარე რადიოლოგიურ განყოფილებაში, იქ ვცხოვრობდი, იქ ვიღებდი პაციენტებს. მთელი ამ 21 დღის განმავლობაში დაახლოებით 800-ზე მეტი კოვიდდადასტურებული პაციენტი მივიღე. როდესაც პირველი კოვიდდადასტურებული პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათი ვნახე, იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე კონსულტაციებს გავდივარ ინფექციონისტებთან, თერაპევტებთან, კარდიოლოგებთან და ა.შ. მათთან ერთად ვყალიბდებოდით ერთ რამეზე, რომ არავითარ შემთხვევაში ამ ვირუსს არ უნდა შეუშინდე. ამასთან, აუცილებლად უნდა იყო აქტიურ ფაზაში. არავითარი მოდუნება და დაწოლა, პირიქით, მეტი მოძრაობა იმიტომ, რომ ეს არის ვირუსი. თუ ჩვენ დავწვებოდით ერთი დღე, ეს ვირუსი ავტომატურად ჩაგვაწვენდა 2-3 დღე.

ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, სტანდარტულად დავკარგე გემო და ყნოსვა. მქონდა დაახლოებით 8 ქულიანი დაზიანება, 30%-მდე, თუმცა ამის სიმპტომი არაფერი არ მქონია, ამიტომ გადავწყვიტე, მეტი აქტიურობისთვის მიმემართა, არ წავსულიყავი, არ გამეარა თვითიზოლაცია დახურულ ერთ ოთახში და მემუშავა. მართლაც, 24 საათი ვმუშაობდი. როგორც საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ მეტი აქტიურობა, მეტი მოძრაობა მმართებდა, ამავე ინფორმაციას ვაწვდიდი პაციენტებსაც. ისეთ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ აი, კოვიდი მაქვს და რა მეშველება, ვცდილობდი ფსიქოლოგიურად მივდგომოდი და შემეცვალა დამოკიდებულება. ამასთან, ამ ვირუსს ახასიათებს უმადობა, არადა ამ დროს მეტი ჯანსაღი პროდუქტის მიწოდებაა აუცილებელი, ამიტომ ძალიან ბევრ პაციენტთან ავდიოდი, მიმქონდა საკვები, ბოსტნეული, თავზე ვადექი, რომ ეჭამათ. მოკლედ, ვამხნევებდი ყველანაირად,"-ამბობს ექიმ-რადიოლოგი ვახტანგ კუხიანიძე.

კოვიდპანდემიამ ბევრი რამ ასწავლა და დაანახა, თუმცა ყველაზე დიდ გამარჯვებად გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვს თვლის. სურვილითაც, ამას ისურვებდა: რაც შეიძლება მეტი გამოჯანრთელებული პაციენტი.

"ეს პერიოდი იყო ჩემი განვითარების ძალიან დიდი ეტაპი. დიდი გამოცდილება მივიღე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გამოჯანრთელებული ადამიანების ხილვა, რომლებიც სახლში ბრუნდებოდნენ და მადლობას მიხდიდნენ. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ეტაპი გვაქვს წინ გასავლელი იმიტომ, რომ ამ ვირუსთან არა მარტო ჩვენ, თითქმის მთელი მსოფლიო, დღემდე იბრძვის. ცუდი ისაა, რომ სხვა შტამებიც გაჩნდა (რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება) და ნელ-ნელა შემოდის ჩვენს ქვეყანაშიც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ალბათ, კიდევ ბევრი შრომა მოგვიწევს. ვისურვებდი, ყველა ჩემი მიღებული პაციენტი იყოს გამოჯანმრთელებული. ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის ზუსტად ეს არის,"-ამბობს ექიმ-რაიდოლოგი ვახტანგ კუხიანიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 2619-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გონების დაკარგვა, წნევის დაცემა, ტკივილი მუცლის არეში-ეს ის სიმპტომებია, რომლითაც კლინიკა 'ბომონდის' მიმღებ განყოფილებას

ამინდი