Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში შშმ პირების დასასაქმებლად ფორუმი გაიმართება

თარიღი : 14-06-2021, 11:10 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
14 ივნისს, ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სფეროდან. მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის .

სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციის პროცესი 12:30 საათიდან დაიწყება, ფორუმი კი 13:00 საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდება, მის: ცისფერყანწელების #9 (ოქროს ჩარდახის ტერიტორია).

დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ ვაკანსიებს, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ დამსაქმებლებთან და აირჩიონ სხვადასხვა შეთავაზება, რამდენიმე პოტენციური დამსაქმებლისგან.

ფორუმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით იმართება. ფორუმის მხარდამჭერია ქუთაისის მერია, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


ნანახია: 371-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის 10 ივლისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში რიგით მეორე დასაქმების ფორუმი გაიმართება.
ფორუმს ორგანიზებას სოციალური მომსახურების სააგენტო- ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან ერთად უწევს.
23 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს

ამინდი