Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მე-12 კლასი 1937-მა მოსწავლემ დაამთავრა

თარიღი : 14-06-2021, 10:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო წელი 15 ივნისს სრულდება. მიმდინარე წელს სკოლა 1937-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, აქედან 234 ოქროს მედლის, 48 კი ვერცხლის მედლის კანდიდატია.

"15 ივნისს ვასრულებთ 2020-21 სასწავლო წელს. პარასკევს მოსწავლეთა ნაწილმა უკვე ჩააბარა სახელმძღვანელოები, ასე რომ, დღეს და ხვალ, თავისუფალი სწავლების დღეები აქვთ ჩვენს მოსწავლეებს.

მინდა გითხრათ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, სრულ დისტანციურზე არც ერთი სკოლა არ გვაყავდა გადაყვანილი, ჰიბრუდულ სწავლებაზე იყვნენ.

შარშანდელ წელთან შედარებას თუ გავაკეთებთ, 2021-ში უფრო მეტად მომზადებულები ვიყავით. ჩვენთვისაც და მოსწავლეებისთვისაც აღარ იყო იმის აღქმა და გაგება რთული, რომ უნდა დაგვეცვა ყველა რეკომენდაცია, თუმცა პირბადეების ტარება ძალიან უჭირდათ, განსაკუთრებით ბავშვებს. სამინისტროს მხრიდან მოწოდებული დეზობარიერები, ხსნარები და ა.შ ულევად გვქონდა. საბოლოო ჯამში, ნორმალურად ჩაიარა სასწავლო წელმა,"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 413-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი