Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 27-04-2014, 15:57 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1.კითხვა:რა აკრძალვებს აწესებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად:
• წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივ იხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერა ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაცამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს:
ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;
გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.
შენიშვნა: აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, აგრეთვე ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენების შემთხვევაზე.
• არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

შენიშვნა: აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო უბნების მოწყობის დაფინანსებაზე, ხოლო შუალედური არჩევნების დროს აღნიშნული პუნქტები მოქმედებს მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქებთან მიმართებით, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები.

• არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არი ყოსაქართველოს კანონმდებლობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.
შენიშვნა: აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო უბნების მოწყობის დაფინანსებაზე, ხოლო შუალედური არჩევნების დროს აღნიშნული პუნქტები მოქმედებს მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქებთან მიმართებით, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები.
• წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიო მასალის დამზადება, ვებ-გვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

• საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

2.კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, ვინ შეიძლება იყოს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრისა;გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;დ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისიმოადგილისა;ე) მოსამართლისა;ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა; ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;თ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა; ი) საარჩევნო კომისიის წევრისა.
3. კითხვა: ვის არ აქვს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება?

პასუხი: წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:ა) საარჩევნო კომისიის წევრისა; ბ) მოსამართლისა; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა; დ) გენერალური აუდიტორისა;ე) საქართველოს სახალხო დამცველისა;ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.


4. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე.


პასუხი: განგიმარტავთ, რომ აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

5. კითხვა: როგორ ისჯება არჩევნების გაყალბება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164/3 მუხლის თანახმად: არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება,–-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი

ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com


ნანახია: 1894-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ბლოგი.
რა პასუხისმგებლობას იწვევს სააგიტაციო მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა? კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ
არჩევნების დღეს რომელ საათებში იმართება კენჭისყრა? ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა წარმოადგენს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობის
ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება?, რა საკითხებს იხილავს უწყებათაშორისი კომისია და შეიძლება თუ არა კენჭისყრის დღეს
როგორ ისჯება სამსახურებრივი გულგრილობა? ვინ შეიზლება აირჩეს მერად, გამგებლად ან საკრებულოს წევრად? რამდენს შეადგენს სამსახურში

ამინდი