პრემიერ-მინისტრი: ასეთი მერი სჭირდება ქუთაისს
თარიღი : 26-04-2014, 19:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საარჩევნო ბლოკმა "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატები დღეს ოფიციალურად დაასახელა.
კოალიციის მერობის კანდიდატი ქუთაისში, მერის მმოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია იქნება.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შოთა მურღულია ქუთაისის განვითარებას ხელს შეუწყობს.
" ის არის პროფესით ეკონომისტი და სამართალმცოდნე. მას აქვს დიდი წვლილი შეტანილი წარმატებული პროექტების განხორციელებაში. ასეთი მერი სჭირდება ქუთაისს,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი
შეგახსენებთ, რომ 12 ქალაქში მერობის კანდიდატები იქნებიან:
თბილისი - დავით ნარმანია; რუსთავი - დავით ჯიქია; ქუთაისი - შოთა მურღულია; გორი – ზურაბ ჯირგველიშვილი; ბათუმი – გიორგი ერმაკოვი; ფოთი – ირაკლი კაკულია; ზუგდიდი – ირაკლი გოგოხია; მცხეთა – ავთანდილ ნემსიწვერიძე; თელავი – პლატონ კალმახელიძე; ოზურგეთი – ბეგლარ სიორიძე; ახალციხე – გიორგი კოპაძე; ამბროლაური – რატი ნამგალაძე.
საარჩევნო ბლოკმა ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური კამპანია დღეიდან დაიწყო.
თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება.