Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ხალხი თუ თვითონ ვერ მიხვდა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია, ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს"

თარიღი : 26-04-2014, 15:27 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
“როდესაც პირველი გამარჯვების გემო ვიგემე, შეიძლება ითქვას, მოვიწამლე ძიუდოთი. დღეს კი ძიუდო ჩემთვის ყოველდღიურობის ნაწილია და ასევე, შემოსავლის წყაროც,” – ასე იწყებს საკუთარ სპორტულ ცხოვრებაზე საუბარს სპორტსმენი როსტომ ხახალეიშვილი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
20 წლის როსტომ ხახალეიშვილი 8 წელია რაც ჭიდაობა- ძიუდოთია დაკავებული. ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და მედალოსანი და საქართველოს 2 გზის ჩემპიონია.
„ თავიდან სპორტის ამ სპორტით მამაჩემის გამო დავინტერესდი. ის 1992 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული არის. შემდეგ კი მოვიწამლე სპორტის ამ სახეობით,“ - ამბობს სპორტსმენი.
რაც შეეხება სპორტის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს, როსტომ ხახალეიშვილი თვლის, რომ დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი სპორტის ისეთი სახეობები არის დაკავებული, როგორიცაა კალათბურთი,ფეხბურთი,ცურვა და რაგბი.
„ძიუდო არ არის პოპულარული ახალგაზრდებში. 5-6 წლის წინ ძალიან იშვიათად თუ ვინმეს აინტერესებდა სპორტი.ძირითადი გასართობი ე.წ. ბირჟა და დალევა იყო. მართალია, ეხლაც მრავლად არის ასეთი შემთხვევა, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება იმასთან, თუ როგორი სიტუაცია იყო ადრე. ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს პროფესიონალური სპორტისთვის, ეს არის დაფინანსება და ფულის ჩადება ამ საქმეში. რაღაც დოზით იდება ფული, მაგრამ გაცილებით მეტი არის საჭირო. ხოლო მოყვარულის დონის სპორტის განსავითარებლად ვფიქრობ, რომ უბნებში სათამაშო მოედნების გახსნაც საკმარისია. ხალხი თუ თვითონ ვერ მიხვდა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია, ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს.ახალგაზრდობის თვითშეგნებაზეა დამოკიდებული ცხოვრების რომელ წესს აირჩევენ,“ - ამბობს როსტომ ხახალეიშვილი.

„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 1894-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული.
გუგა კიბორძალიძე 7 წელია ძიუდოთი არის დაკავებული. პარალელურად სამბოშიც ვარჯიშობს. სპორტულ ცხოვრებაში მაგალითი მამისგან აიღო,
21 წლის გიორგი ლომთაძე 6 წელია სპორტის იმ სახეობით არის დაკავებული, რომელსაც ძალოსნობა ჰქვია. სპორტულ კარიერაში გიორგის მიღწევებს
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
24 წლის ირაკლი რევიშვილი უკვე სამი წელია „აია“-ს გუნდის კაპიტანია. 16 წლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში თამაშობს. მისი თქმით, სპორტი

ამინდი