ვის უწევს „ქართული ოცნება“ რეკომენდაციას ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის პოსტზე?
თარიღი : 26-04-2014, 13:48 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის ავტოქარხნის მაჟორიტარის პოსტზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მღვდელაძეს საკუთარი კანდიდატი უკვე ჰყავს. მღვდელაძის თქმით იგი რეკომენდაციას საკუთარ პედაგოგს მურმან გუბელაძეს უწევს.
„ამბობდნენ, რომ მე ვიქნებოდი ამ პოსტზე, მაგრამ ასე არ არის. ჩემს პედაგოგს, ჩემს 20 წლის მეგობარს ვუწევ რეკომენდაციას და მიმაჩნია, რომ ის ამ პოსტზე საუკეთესო იქნება“,-ამბობს მამუკა მღვდელაძე.
ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურა უკვე წარადგინა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციამ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამ პოსტზე პარტის სახელით გოგი წულაია იბრძოლებს.