Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“იმერეთში ვაქცინაცია საკმაოდ კარგად და მაღალი ტემპით მიმდინარეობს. დაახლოებით 5 000-მდე ჯავშანია ამ დროისთვის”

თარიღი : 3-06-2021, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მესამე ტალღის დაღმავალ ეტაპზე ვიმყოფებით,"-ამის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" იმერეთის სამმართველოს უფროსმა Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც გოჩა გიორგიძე ამბობს, იმერეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების კლებადი დინამიკა გვაქვს და აღნიშნული უნდა შევინარჩუნოთ.

"ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სწორხაზოვანი და კლებადი დინამიკა გვაქვს ყოვედღიურ ჭრილში. ვაქცინაციაც საკმაოდ კარგად და მაღალი ტემპით მიმდინარეობს. დაახლოებით 5 000-მდე ჯავშანია კიდევ ამ ეტაპისათვის როგორც "სინოფარმის" მეორე დოზაზე, ასევე "სინოვაკსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე. მოთხოვნა კიდევ და კიდევ იზრდება. შესაბამისად, ჩვენ თანდათანობით ვაფართოვებთ ხელმისაწვდომობას და ვზრდით გეოგრაფიულ არეალს ვაქცინაციის სივრცეებისას, ემატება დაწესებულებები როგორც ქუთაისში, ასევე რაიონული მასშტაბებით.

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მესამე ტალღის უკვე დაღმავალ ეტაპზე ვიმყოფებით. ამ დაღმავალი ტემპის შენარჩუნება შესაძლებელია ისევ პირბადისა და ვაქცინაციის საშუალებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამით შევძლებთ ჩვენ კოვიდის დამარცხებას. თუკი შევინარჩუნებთ პირბადის გამოყენების მაღალ მაჩვენებელს და ვაქცინაციის ტემპსაც გავზრდით კიდევ უფრო, ეს გვაძლევს შედარებით სიმშვიდის საშუალებას,"-აცხადებს გიორგიძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 287-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი