ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის გზის რეაბილიტაციაზე მერია მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს
თარიღი : 2-06-2021, 17:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის გზის რეაბილიტაციის მრავალწიან სახელმწიფო შესყიდვაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 1 310 707 ლარია.
წინადადებების მიღება 18 ივნისს იწყება და 23 ივნისს მთავრდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, "მიმწოდებელი" ვალდებულია უზრუნველყოს გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის გზის რეაბილიტაცია; სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
ამასთან, 2021 წლის ბიუჯეტით ანაზღაურებული იქნება მხოლოდ 610 707 ლარის შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო დანარჩენი შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2022 წლის ბიუჯეტით ანაზღაურდება.
ავტორი: ქეთი გელაშვილი