ვანელი ოქროსმედალოსნები, რომელთაც მუნიციპალიტეტის მერმა ‘ვანელობის’ დღესასწაულზე საჩუქრები გადასცა
თარიღი : 2-06-2021, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ვანელობა“ მოკრძალებულად აღინიშნა.
დილიდან წმინდა ნინოს მშობლების-ზაბულონის და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა აღავლინა. წირვას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად დაესწრო.

“ვანელობის“ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა 2010 წლის 2 ივნისს, წმინდა ნინოს მშობლების-ზაბულონის და სოსანას სახელობის ვანის საკათედრო ტაძრის კურთხევას უკავშირდება. დღესასწაულის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები იმართება, ეს არის ნამდვილი სახალხო ზეიმი, თუმცა წელს სამწუხაროდ, არსებული პანდემიის ფონზე „ვანელობის“ აღნიშვნა მოკრძალებულად გვიწევს,”-განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, საკუთარ კაბინეტში წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
საჯარო სკოლის წარმატებით დასრულებისა და ოქროს მედლების მოპოვებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 5 სკოლის 8 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა.
“თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, რომელსაც იმედით შევყურებთ. წარმატების მიღწევა არ არის ადვილი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის და გისურვოთ კიდევ მრავალი მწვერვალის დაპყრობა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე,”-განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას.
2020-2021 სასწავლო წლების ოქროსმედალოსანთა სია ასე გამოიყურება:
ქ.ვანის #2 საჯარო სკოლა: თორნიკე თევზაძე, რევაზ კორძაძე.
შუამთის საჯარო სკოლა: ხატია ადეიშვილი.
სალხინოს საჯარო სკოლა: თათინა ადეიშვილი.
ზეინდრის საჯარო სკოლა: ანა ფუტკარაძე.
სალომინაოს საჯარო სკოლა: ლალი თათელიშვილი, ანა სანიკიძე, თინათინ ქარჩხაძე.