Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო მეწარმების გამო, ის სიკეთეები, რომლებიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებიდან მოდის, დროულად არ მივიდეს მოსახლეობამდე”

თარიღი : 31-05-2021, 21:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობდა.

თათბირზე მერმა მოადგილეებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.

საუბარი შეეხო “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს. როგორც კობა ლურსმანაშვილმა განმარტა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. პარალელურად მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების დაზუსტება და ხელშეკრულებების გაფორმება. ხარაგაულის მერის ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 156 პროექტი განხორციელდება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები და რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები. კობა ლურსმანაშვილის თქმით, წინა წლებში დაუსრულებელ ათ პროექტზე სამუშაოები განახლდა, ასევე, მიმდინარე წელს დაფინანსდა 20 პროექტი, რომელთა მიმდინარეობა აქტიურ ფაზაშია. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ უახლოეს დღეებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ხარაგაულს დამატებით 2 800 000 ლარი გამოეყოფა, რომლის ფარგლებში დამატებით 14 პროექტი განხორციელდება.

ხარაგაულის მერმა წარმომადგენლებს სოფლებში მიმდინარე პროექტების ყოველდღიურ რეჟიმში ადგილზე მონიტორინგი დაავალა. კობა ლურსმანაშვილმა ხაზგასმით განმარტა, რომ სამუშაოს ეფექტურად და დროულად შესრულების მიზნით, შემსრულებელ კომპანიებზე მუდმივი კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს.

“ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო მეწარმების გამო, ის სიკეთეები, რომლებიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებიდან მოდის, დროულად არ მივიდეს მოსახლეობამდე. თუ ვინმე აღებულ ვალდებულებებს ვადებში ვერ შეასრულებს, სატენდერო პირობების თანახმად, დაჯარიმდებიან და ხელშეკრულებები შეუწყდებათ,”-განმარტა ხარაგაულის მერმა.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის საკითხზე ისაუბრა მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა.

მისივე განმარტებით, მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს მერის წარმომადგენლებთან და მაქსიმალურად ცდილობს, არცერთი განცხადება უყურადღებოდ არ დარჩეს. ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, მოქალაქეები ძირითადად სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებასა და ერთჯერად ფინასურ დახმარებას ითხოვენ.

შეხვედრის ბოლოს კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს შესაბამისი დავალებები მისცა და თითოეულ მათგანს ხალხთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა.


ნანახია: 354-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი