Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი გოგონა, რომელმაც 10 წლის ასაკში ოცნება აიხდინა

თარიღი : 31-05-2021, 20:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

სააგენტო 10 წლის ქუთაისელ მარიამ გოგინოვს გაგაცნობთ, რომელიც სამოდელო სააგენტო "Fashion style" -ის 2021 წლის ტოპ-მოდელად დასახელდა. კონკურსი ქუთაისში 29 მაისს ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიება დახურული იყო და კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში, მარიამის მშობელი მაია ფართლაძე ამბობს, პირველ ადგილს არ ელოდნენ და ამ გამარჯვებით მარიამმა ბავშვობის ოცნება აისრულა.

"მოგეხსენებათ, 10 წლის ასაკში აქვთ ხოლმე ბავშვებს ოცნებად, პოდიუმზე გავიდნენ და კონკურსში გაიმარჯვონ. მარიამმა ეს ოცნება აისრულა. პირველ ადგილს (12 წლამდე ბავშვებში) და სააგენტოს ტოპ-მოდელად დასახელებას ნამდვილად არ ველოდით. ემოციები ძალიან დიდი ჰქონდა. მოულოდნელი სიხარული იყო ეს მისთვის, ძალიან ბედნიერია.

მარიამი ცეკვაზე დადის. ამასთან, ვოკალის მიმართულებითაც მეცადინეობს. შესაბამისი მონაცემები (მოდელის) ჰქონდა, სულ იპრანჭება. ამ კონკურსისა და ზოგადად სააგენტოს შესახებ მეგობრისგან გავიგეთ. მისი გოგონაც აქ დადიოდა და ჩვენც ვცადეთ ბედი. სულ რამდენიმე გაკვეთილი მოუწია მარიამს და უკვე ამ შედეგს მივაღწიეთ.

მადლობა მასწავლებელს (მაგდა ნემსაძე) და ყველას, პროფესიონალიზმის, ფასდაუდებელი შრომისა და პასუხისმგებლობისთვის. ამასთან, ბავშვებისთვის მიცემული სწორი რჩევის, იმ ძლიერი რწმენისა და იმედისთვის, რომელიც თითოეულ კონკურსანტს მიანიჭეს," -ამბობს მაია ფართლაძე.

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე, სამომავლოდ, კონკურსებში მონაწილეობის მიღებას თბილისშიც გეგმავს. რაც შეეხება შორეულ გეგმებს, ამბობს, რომ პლასტიკური ქირურგობა ან კოსმეტოლოგობა სურს, რათა სხვების სილამაზესა და ესთეტიკურ მხარეზე თავად იზრუნოს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 894-ჯერ

მსგავსი სიახლეები