პარლამენტის წევრი პროკურატურას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს
თარიღი : 26-04-2014, 12:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საპარლამენტო უმცირესობის წევრია გია თევდორაძე საქართველოს პროკურატურას უპასუხისმგებლობაში, ხოლო დეპუტატ ეკა ბესელიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.
თევდორაძე ეკა ბესელიას იმ განცხადებას პასუხობს, სადაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გია თევდორაძის ოჯახის წლიური შემოსავალი 5 მილიონ ლარს აჭარბებს და მას ეს ქონება ნათესავებზე აქვს გადანაწილებული.
გია თევდორაძის თქმით, პროკურატურას რეაგირებისათვის ორი თვის წინ მოუწოდა, თუმცა მას პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მის ქონებებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციების გავრცელებას კი დეპუტატი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.
„5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ეკე ბესელიამ თავისი მოსაზრებების დამადასტურებლად მოიყვანა არასამთავრობო ორგანზიაცია „ახალგაზრდა ადვოკატთა“ კვლევა, თუმცა აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში ჩემ შესახებ საუბარიც კი არ ყოფილა. ეს იყო მიზანმიმართული განცხადება ბესელიას მხრიდან, რადგან სურდა, რომ საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, ხოლო ჩემზე დაემკვიდრებია ის წარმოდგენა, რომ თითქოსა და ქალაქში სხვადასხვა ბიზნესებს ვფლობ. სპეცსამსახურებისა და მმართველი გუნდის მხრიდან მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. მზად ვარ ჩემს ქონებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას ვუპასუხო. თუ რაიმე გააჩნია ჩემს ოჯახს, ჩემს სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობასთან არაფერ შუაშია ,“– აცხადებს თევდორაძე.