Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულებს ლიცეუმის დასრულება ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს

თარიღი : 29-05-2021, 16:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეათე გამოშვებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

კურსდამთავრებულებს ლიცეუმის დასრულება ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს.

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეათე გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიმყოფებით. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს! მჯერა, გენერალ გიორგი კვინიტაძის ღირსეული მემკვიდრეები იქნებით და არაერთხელ ასახელებთ ჩვენს სამშობლოს!“- განაცხადა იოსებ ხახალეშვილმა.

კადეტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები კი სამსახურებრივი საშტატო იარაღით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.


ნანახია: 515-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული საზოგადოება მხარში უდგას ჯარს და ჯარი და თავდაცვა თანხმობის წერტილს წარმოადგენს.

ამინდი