Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელმა მოსწავლეებმა მამის დღის დაწესების მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს

თარიღი : 29-05-2021, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მამის დღე - საქართველოში, შესაძლოა, ახალი უქმე დღე დაწესდეს. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს ქუთაისის კერძო სკოლა "ღონე ქვეყნისას" მე-6 კლასის მოსწავლეებმა მიმართეს.

მათი ინიციატივით, ეს დღე 19 დეკემბერს უნდა დაწესდეს და 3 მარტის (დედის დღე) მსგავსად, უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს.

"დღეისთვის, ქვეყანაში არ არსებობს მამის დღე. გვსურს ქართულ ფესვებთან დაკავშირებული თარიღი გვქონდეს და მეორე მშობლის მიმართაც გამოვხატოთ მადლიერება. მიგვაჩნია, რომ მამის დღე უნდა იყოს 19 დეკემბერს, როდესაც ქართველმა მწერალმა, მიხეილ ჯავახიშვილმა საკუთარ ქალიშვილს მისწერა წერილი, სადაც შვილს ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს აძლევს,"-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

ინიციატივას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას ბიუროს აცნობებს.


ნანახია: 516-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მამის დღე ბაღდათში პირველად აღინიშნა.
პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს.
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია

ამინდი