Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"საიას" ქუთაისის ფილიალი წინასაარჩევნო მონიტორინგს იწყებს

თარიღი : 26-04-2014, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს იწყებს. რეგიონული ოფისების საშუალებით "საია" მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს. ქუთაისში ეს პროცესი უკვე დაიწყო.
"მონიტორინგის მიზანია არჩევნების გამჭვირვალე პროცესის ხელშეწყობა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა. ჩვენი მონიტორები აქტიურად ითანამშრომლებენ პოლიტიკურ პარტიებთან, მედიასთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და გამოავლენენს კონკრეტულ დარღვევებს",–ამბობს "საიას" წინასაარჩევნო მონიტორი ნანა ჩაფიძე.
"საია" მონიტორინგს მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში განახორციელებს. კონკრეტული დარღვევების შესახებ რეკომენდაციებს კი უწყებათაშორის კომისიას წარუდგენს.
"საიაში" ასევე მოქმედებს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი, რომელიც სამართლებრივ დახმარებას გაუწევს იმ მედიასაშულების წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელი შეეშლებათ წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებაში.


ნანახია: 1997-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებს სისტემატიურად გაასაჯაროვებს.
საარჩევნო მიმართულებით ორგანიზაცია ორ ახალ პროექტს ახორციელებს.
მათ საიას წარმომადგენლებისაგან დარღვევების სამართლებრივი შეფასებაც მოისმინეს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ.
როგორც გირჩში აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგს ისინი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყებენ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიში.

ამინდი