Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘იმ აყროლებულ ავტობუსებს უნდა ევლო კიდევ, მეტი უკეთესი რომ ვერ შეირგო ზოგზოგიერთმა,’-ქუთაისში ახალი ავტობუსები მეორედ დააზიანეს

თარიღი : 25-05-2021, 15:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანდალიზმის მორიგი ფაქტი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში. უცნობმა პირმა ან პირებმა ახალი ავტობუსის სკამები უკვე მეორედ დააზიანეს. ოთხკუთხედის ფორმით ტრანსპორტში ორი სკამია ამოჭრილი.

აღნიშნულის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.

"ამის გამკეთებელი მჯიღს გულზე დაიკრავს, განსხვავებულით სამშობლოს და მისი ქალაქის სადღეგრძელოს იტყვის. ან სად იზრდებიან ან ვინები ზრდიან საერთოდ? თქვენი არაა? თქვენ არ მგზავრობთ? ამის გამკეთებელი კაცი ვერასდროს იქნებაა"

"როდის ვისწავლით, რომ ეს ყველაფერი ჩვენია და ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ!"

"არასოდეს გვეშველება, სამარცხვინო ადამიანებითაა სავსე დედამიწა. იმდენი დეგრადიული გვყავს, ყველა სიკეთეს ფარავენ"

"გულისამრევი საქციელია. ძლივს ახალი ტრანსპორტი ეღირსა ქალაქს.. არა რა, იმ აყროლებულ ავტობუსებს უნდა ევლო კიდევ, მეტი უკეთესი რომ ვერ შეირგო ზოგზოგიერთმა"- წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქუთაისში, 90-იანი წლების შემდეგ, პირველად არის მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი. ქუთაისის მუნიციპალურ ავტოპარკს თანამედროვე სტანდარტების 60 ახალი ავტობუსი ჰყავს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 312-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი