‘საწვავს ვეღარ ვყიდულობთ,’-ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ
თარიღი : 25-05-2021, 10:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ტაქსი “მაქსიმის” თანამშრომლები აქციას მართავენ. მძღოლები ორახელაშვილის ქუჩაზე არიან შეკრებილი და დამსაქმებელი კომპანიისგან მომსახურების ფასის გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ და საწვავის ფასის გაზრდის გამო მათი შემოსავალი თითქმის განულდა.
“მიზერულ ფასებში ვემსახურებით კლიენტებს. იცით, რომ 3 ლარს გაცდა 1 ლიტრი საწვავის ფასი, ამიტომ ვეღარ ვყიდულობთ საწვავს. ამასთან დგას კომპანია “მაქსიმის” ადმინისტრაციასთან
კომუნიკაციის პრობლემა, კომპანიას არ აქვს ოფისი ქუთაისში და საჭირბოროტო საკითხებზე ვერავის მივმართავთ,”-აცხადებს მძღოლი გიორგი ბუხაიძე.