Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაული ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 800 000 ლარს მიიღებს

თარიღი : 24-05-2021, 14:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის აქტიური ჩართულობით, ხარაგაულს დამატებით 2 მილიონ 800 ათასი  ლარი გამოეყოფა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ახალ  შესაძლებლობებს გააჩენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩხერე - ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და მოადგილესთან დათო დევდარიანთან შეხვედრისას ისაუბრა. დეპუტატის  ინფორმაციით, აღნიშნული თანხით დაახლოებით 14 პროექტი განხორციელდება.

“პროექტების ნაწილი ორ ეტაპიანი იქნება. მიმდინარე წელს  2 100 000 ლარი გაიხარჯება, მომავალ წელს კი დარჩენილი 700 ათასი ლარი, რომელსაც 2022 წლის დაფინანსებაც დაემატება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით განხორციელებული აქტივობები და ხარაგაულის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები.

დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, დაბის ცენტრალური ქუჩის რეკონსტრუქციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტი სრულად შეცვლის და განაახლებს ხარაგაულის იერსახეს, კერძოდ დაბის ცენტრალურ ქუჩას,”-აცხადებენ მერიაში.

“მჭიდროდ ვთანამშრომლობ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მათთან ერთად ვცდილობ, არსებულ გამოწვევებს  გავუმკლავდეთ. ხარაგაულში  მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან საერთო ჯამში  5 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მილიონ 200 ათასი ლარით, ხოლო მთის განვითარების ფონდიდან  -650 000 ლარით დაფინანსდა. საკმაოდ  მნიშვნელოვანი პროექტების მშენებლობა მიმდინარეობს, ეს ტემპი კიდევ გაიზრდება,“- განაცხადა საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ.


ნანახია: 511-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წელს ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება გასამმაგებულია, რაც ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტას მნიშვნელოვნად

ამინდი