Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მამას უნდოდა აგრობარათით თანხა გამოეტანა, შვილი უხსნიდა, რომ არ შეიძლებოდა," - რი9ს გამო მოკლა მამამ შვილი?

თარიღი : 25-04-2014, 21:27 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში მამასა და შვილს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამამ შვილი მოკლა.
სამტრედიის გამგებლის ავთანდილ თადუმაძის თქმით, ოჯახი, სადაც შემთხვევა მოხდა, უკიდურესად გაჭირვებულია. თადუმაძე იმასაც ამბობს, რომ შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამა სისტემატიურად სვამდა და შვილის მკვლელობის დროსაც ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
„მამა-შვილი აგრობარათებთან დაკავშირებით წალაპარაკდა. ოჯახში მარტო ისინი ცხოვრობენ. ოჯახის დიასახლისი გარდაცვლილია. მამას უნდოდა აგრობარათით თანხა გამოეტანა. შვილი უხსნიდა, რომ ბარათით თანხის გამოტანა არ შეიძლებოდა. გარდაცვლილი სისხლისაგან არის დაცლილი და როგორც შემდეგ გაირკვა, ფილტვიც ჰქონდა გახეთქილი. მამამ დანაშაული რომ ჩაიდინა, ჩვეულებრივად გამოვიდა ეზოში,მეზობლებთანაც გადავიდა. გარდაცვლილი ერთ-ერთმა მეზობელმა იპოვა. დანა ისე ჰქონდა მუცელში გარჭობილი, რომ ზემოდან არ სჩანდა.მამა დაკავებულია. როგორც ვიცი, ის ჯერ არ აღიარებდა დანაშაულს და შემდეგ თქვა, რომ შვილი თვითონ წავიდა მისკენ დანით და ის თავის დაცვას შეეცადა. მეზობლები სახლში ვერ შედიან ისეთი მდგომარეობაა,“ -ამბობს თადუმაძე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.


ნანახია: 3219-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ცნობილია, მამას და შვილს უკმაყოფილება ჰქონდათ.
სამტრედიის სოფელ წიაღუბანში მომხდარი მკვლელობის მიზეზად, გარდაცვლილი მამაკაცის ფსიქოლოგიურ პრობლემებს ასახელებენ.
მკვლელობა მოხდა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში. როგორც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, შვილმა
მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
"თითქმის დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი საპყრობილეში არ მოუკლავთ",-ამის შესახებ ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი არასრულწლოვნის

ამინდი