Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აბორტის გაკეთებამდე ქალებისათვის მოსაფიქრებელი ვადა იზრდება

თარიღი : 25-04-2014, 17:24 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე 3 დღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი 5 დღიანი ვადით იცვლება. აღნიშნული ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში ცვლილებების მიზეზად განმარტებულია, რომ 3 დღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი უმოქმედოა და რეალურად ვერ ასრულებს აბორტის რეგულირების ინსტრუმენტის როლს.
„აღნიშნული კი შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის 5 დღემდე გაზრდით და აბორტისწინა გასაუბრების ფორმატის რეგულირებით. რამდენადაც გასაუბრების დროს ექიმმა უნდა მიაწოდოს ქალს ინფორმაცია აბორტის ბიოლოგიურ და სამედიცინო ასპექტებზე, რისკებსა და მოსალოდნელ გართულებებზე და ამავე დროს, უპირატესობა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვის საკითხს. ხშირად აბორტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ქალის მიერ გაუცნობიერებლად, მეუღლის, ოჯახის წევრების ან სხვა პირების ზემოქმედებით. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მოწყვლადია დაუქორწინებელი მოზარდი გოგონები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები და აივ-ინფიცირებულები. გასათვალისწინებელია ასევე, სქესის შერჩევის მიზნით მიღებული გაუცნობიერებელი გადაწყვეტილებებიც,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


ნანახია: 1713-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. სიკვდილიანობა და შობადობა ერთმანეთს გაუტოლდა.
ოფიციალური მონაცემებით, წლის განმავლობაში 40 000-მდე აბორტი ლეგალურად კეთდება, არაოფიციალური მონაცემებით კი ეს რიცხვი ორჯერ დიდია.
პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ ყოველწლიურად, საცურაო სეზონზე უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, ადამიანის
ამერიკაში აბორტის საწინააღმდეგოდ გამართული მარში სახელწოდებით "მარში სიცოცხლისთვის" 5 წუთის წინ დასრულდა. მარში ერთი საათისა და

ამინდი