Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აპირებს თუ არა ქუთაისის მერობისთვის ბრძოლას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ‘ნაციონალური მოძრაობის’ თავმჯდომარე?

თარიღი : 18-05-2021, 15:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია Topnews.com.ge-სთან მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს, რომელმაც თავის მხრივ, ვადამდელი არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს.

შუშანიას მიაჩნია, რომ ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე უნდა შეთანხმდეს, რათა ივანიშვილის რეჟიმი დაამარცხონ.

კითხვაზე: იქნება თუ არა ქუთაისის მერობის კანდიდატი, შუშანია განმარტავს, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე უნდა შეჯერდეს და თუ ვინ იქნება ეს, ამას დრო გვიჩვენებს.

"ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ ოპოზიცია, რა და როგორ იქნება. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე წინა კამპანია ჩავატარე, არც თუ ისე წარუმატებლად. რომ არა გაყალბება, ალბათ მეც ქუთაისის მერი ვიქნებოდი. მაგრამ, ამჯერად მიმაჩნია, რომ ქალაქის მერობისათვის კარგი იქნება თუ შეირჩევა ახალი კანდიდატურა. არ ვიცი, კონსულტაციის შედეგად რა როგორ გადაწყდება, წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნება თუ რაიმე საერთო კანდიდატზე შევჯერდებით ოპოზიცია და მას დავუჭერთ მხარს. ვინ იქნება ეს, ამას დრო გამოაჩენს,"-ამბობს გიგა შუშანია.

კითხვაზე, თუ როგორი მერი სჭირდება ქუთაისს?- შუშანია გვპასუხობს:

"ყოველ შემთხვევაში ისეთი მერი ნამდვილად არ სჭირდება, რომელსაც "ქართული ოცნება" წარმოგვიდგენდა ხოლმე ბოლო 9 წლის განმავლობაში. ამ მერებმა ქუთაისი გადათხრილ, ნაომარ ქალაქს დაამგვანეს. ქუთაისს სჭირდება ქუთაისზე გულშემატკივარი, წესიერი მერი, რომელიც ბიუჯეტის ფულს სახლში არ წაიღებს, არ მოიპარავს, გულთან მიიტანს ქუთაისელთა პრობლემებს, იმას, რა უბედურებაც ხდება ქალაქში და მუხლჩაუხრელად იშრომებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად,"-აცხადებს შუშანია Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 633-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფრაქციის ხელმძღვანელი გიგა შუშანია ამბობს, რომ სამუშაო ოთახის გარეშე დარჩენის მიზეზად საკრებულოში მათ ის მიზეზი დაუსახელეს, რომ

ამინდი