ქუთაისის ბაღებში 2 500-მდე ბავშვი მივიდა
თარიღი : 17-05-2021, 17:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

17 მაისიდან, ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა Topnews.com.ge-ს განუცხადა, ტესტირების შედეგად მე-5 ბაღის ფილიალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, შესაბამისად, აღნიშნულ ბაღში პროცესი დროებით შეჩერებულია.
"დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა, მხოლოდ ერთ ფილიალში არ განახლებულა, მე-5 დაწესებულებაში, სადაც ტესტირების შედეგად ვირუსი დადასტურდა. პარასკევს და შაბათს ჩატარდა ყველა თანამშრომლის ტესტირება. სხვა ბაღებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს პროცესი. დღეის მდგომარეობით, 2500-მდე ბავშვი გამოცხადდა ბაღებში"-აცხადებს წიტაიშვილი.
მისივე თქმით, კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მშობლები ბავშვებს მხოლოდ შენობამდე მიიყვანენ.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანება 37 ფილიალს აერთიანებს, სადაც 10 000-მდე ბავშვი სწავლობს.
ავტორი: ქეთი გელაშვილი