ქუთაისის სამარშუტო ხაზებზე ტენდერის შედეგად ავტოპარკის გაუმჯობესებას ელიან
თარიღი : 25-04-2014, 15:21 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახური ქალაქში მოძრავ ხუთ სატრანსპორტი ხაზზე (#19, #10, #33, #38 და #111) ტენდერს ატარებს.
ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ნიკა კეპულაძის განცხადებით, ტენდერში ახალი კომპანიები მონაწილეობენ. აღნიშნულ სატრანსპორტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებას „ნიულაინი“ და „ნია ტური“ შეეცდებიან.
„ტენდერში მონაწილე კომპანიებს თავისი ავტობაზა უნდა ჰქონდეთ. ასევე, ტრანსპორტი ვიზუალურად კარგად უნდა გამოიყურებოდეს. ბაზების დათვალიერებისა და მონაცემების შეჯამების შემდეგ, ტენდერის შედეგები მომავალ კვირას გვეცოდინება. ტენდერის შემდეგ ამ ხაზებზე გაუმჯობესდება ავტოპარკი,“ - აცხადებს კუპულაძე.